Wy/ka/სამხრეთი ამერიკა
Appearance
სამხრეთი ამერიკა — ფართობით მეოთხე და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეხუთე კონტინენტი. მდებარეობს ძირითადად სამხრეთ ნახევარსფეროში, ატლანტისა და წყნარ ოკეანეს შორის. ხმელეთით ესაზღვრება მხოლოდ ცენტრალურ ამერიკას. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კარიბის ზღვა, ხოლო სამხრეთში ანტარქტიდისაგან გამოყოფილია დრეიკის სრუტით. სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნებს ესაზღვრება კარიბის ზღვა რომელიც ჰქმნის კარიბის სამხრეთ ამერიკას. კონტინენტის დასავლეთ სანაპიროს უწყვეტად მიუყვება ანდების მთათა სისტემა. ანდებიდან აღმოსავლეთით კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზის მქონე მდინარე ამაზონის მიერ ჩამოყალიბებული ტროპიკული ტყეების უდიდესი მასივი.