Wy/ka/ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი, ოფიციალურად ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო (ლუქს. Groussherzogtum Lëtzebuerg, ფრანგ. Grand-Duché de Luxembourg, გერმ. Großherzogtum Luxemburg, ნიდ. Groothertogdom Luxemburg) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე ჯუჯა სახელმწიფო ევროპაში. მდებარეობს ბენილუქსის რეგიონში, გერმანული და ლათინური კულტურების გზაჯვარედინზე. ესაზღვრება ბელგიას, საფრანგეთსა და გერმანიას. ის მსოფლიოში ერთადერთი დიდი საჰერცოგოა და ევროკავშირის სიდიდით მეორე პატარა წევრი.