Wy/ka/აფრიკა
Appearance
აფრიკა — მსოფლიოში სიდიდით მეორე კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%. კონტინენტზე მდებარეობს 54 სახელმწიფო.
რეგიონები
[edit | edit source]აღმოსავლეთი აფრიკა (ბურუნდი, ეთიოპია, ერიტრეა, კენია, კომორის კუნძულები, მადაგასკარი, მავრიკი, რუანდა, სეიშელის კუნძულები, სომალი, ტანზანია, უგანდა, ჯიბუტი) ქვეყნები რომლებსაც ესაზღვრებათ წითელი ზღვა და ინდოეთის ოკეანე. |
დასავლეთი აფრიკა (ბენინი, ბურკინა-ფასო, გამბია, განა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, კაბო-ვერდე, კამერუნი, კოტ-დ'ივუარი, ლიბერია, ნიგერია, სენეგალი, სიერა-ლეონე, ტოგო) ატლანტის ოკეანის ტროპიკული სანაპიროს ქვეყნები. |
სამხრეთი აფრიკა (ბოტსვანა, ზამბია, ზიმბაბვე, ლესოთო, მალავი, მოზამბიკი, ნამიბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სვაზილენდი) ქვეყნები აფრიკის სამხრეთ ნაწილში. |
საჰელი (მავრიტანია, მალი, ნიგერი, სუდანი, ჩადი) ქვეყნები რომლებიც მდებარეობენ საჰელის ზონასა და საჰარის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში. |
ცენტრალური აფრიკა (ანგოლა, გაბონი, ეკვატორული გვინეა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კონგოს რესპუბლიკა, სამხრეთი სუდანი, სან-ტომე და პრინსიპი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) აფრიკის გული. |
ჩრდილოეთი აფრიკა (ალჟირი, დასავლეთი საჰარა, ეგვიპტე, ლიბია, მაროკო, ტუნისი) ქვეყნები რომელიც მდებარეობენ ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. |
სხვა ტერიტორიები
[edit | edit source]ატლანტის ოკეანის კუნძულები: კანარის კუნძულები (ესპანეთი), მადეირა (პორტუგალია), წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია (გაერთიანებული სამეფო)
ესპანური ექსკლავები: მელილია, სეუტა
ინდოეთის ოკეანის კუნძულები: მაიოტა (საფრანგეთი), რეიუნიონი (საფრანგეთი), სოკოტრა (იემენი)
ქალაქები
[edit | edit source]- ადის-აბება — ეთიოპიის უდიდესი ქალაქი და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აფრიკის კავშირის მთავარი ცენტრი
- აკრა — განის დედაქალაქი და დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქი მოგზაურთათვის
- დაკარი — სენეგალის დედაქალაქი და აფრიკის ყველაზე დასავლეთი ქალაქი
- იოჰანესბურგი — სამხრეთ აფრიკის უდიდესი ქალაქი და კონტინენტის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი
- კაირო — აფრიკის უდიდესი ქალაქი ანტიკური ეგვიპტის ძეგლებით
- კეიპტაუნი — სამხრეთ აფრიკის „დედა ქალაქი“ მაგიდა მთით, კეთილი იმედის კონცხითა და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობით
- ლუანდა — ანგოლის დედაქალაქი, რომელმაც დიდი აღზევება განიცადა ბოლო ათწლეულის განმავლობაში
- მარაკეში — ძველი და თანამედროვე მაროკოს ნაზავი
- ნაირობი — კენიის დედაქალაქი და აღმოსავლეთ აფრიკის უდიდესი ქალაქი