Wn/ka/WHO-მ პეკინის სინოფარმის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა
Appearance
7 მაისი, 2021
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის, პეკინის სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანაჰომ გებრეიესუსმა ისაუბრა. „ამ შუადღით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გასცა პეკინის სინოფარმის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც მე-6 ვაქცინა გახდა, რომელმაც მიიღო WHO-ს მხრიდან დადასტურება, როგორც უსაფრთხომ, ეფექტურმა და ხარისხიანმა“. – თქვა ტედროსმა.