Wn/ka/Reuters – ჩინეთი გაერო-ს ქვეყნებს დაჟინებით მოუწოდებს, სინძიანგზე ღონისძიებას არ დაესწრონ

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > Reuters – ჩინეთი გაერო-ს ქვეყნებს დაჟინებით მოუწოდებს, სინძიანგზე ღონისძიებას არ დაესწრონ

8 მაისი, 2021

ჩინეთი გაერო-ს წევრ ქვეყნებს დაჟინებით მოუწოდებს, რომ მომავალ კვირას ჩინეთის სინძიანგში უიღური მუსლიმების და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ რეპრესიის შესახებ გერმანიის, აშშ-ს, ბრიტანეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას არ დაესწრონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ექსკლუზიურად ავრცელებს.

„ეს პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ თქვენმა მისიამ მონაწილეობა არ მიიღოს ამ ანტიჩინურ ღონისძიებაში". - წერს ჩინეთის გაერო-ს მისია წერილში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა.

ჩინეთის მხარე წერს, რომ ღონისძიების ორგანიზატორები, რომლებიც ავტრალიასთან და კანადასთან ერთად ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაა, იყენებს „ადამიანის უფლებების საკითხს პოლიტიკურ იარაღად, რომ ჩინეთის შიდა საქმეებში, მაგალითად, სინძიანგში ჩაერიოს, შექმნას დაყოფა და ტურბულენტობა და ხელი შეუშალოს ჩინეთის განვითარებას“.

წერილში ასევე ვკითხულობთ შემდეგს:

„ისინი უყვართ ჩინეთთან დაპირისპირების პროვიცირება. პროვოკაციული ღონისძიება მხოლოდ მეტ დაპირისპირებას მოიტანს“.

აღნიშნულ საკითხზე ჩინეთის მისიას გაერო-ში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ონლაინ ღონისძიება 12 მაისს გაიმართება. ღონისძიების მიზანია განიხილონ თუ „როგორ შეუძლია გაერო-ს სისტემას, წევრ ქვეყნებს და სამოქალქო საზოგადოებას მხარი დაუჭირონ და დაიცვან სინძიანგში ეთნიკური თურქულენოვანი თემების წარმომადგენლების ადამიანთა უფლებები“.