Wn/ka/DMX: სანამ წავალ, ღმერთს თითოეული წამისთვის მადლობას გადავუხდი
Appearance
8 მაისი, 2021
გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე, გავლენიანმა ნიუ იორკელმა რეპერმა, ერლ სიმონსმა, ფსევდონიმით DMX, უკანასკნელი ინტერვიუ გადაცემისთვის Uncensored ჩაწერა. 5 მაისს ტელეკომპანიის TV One ტვიტერზე პოდკასტის 30-წამიანი ნაწყვეტი გავრცელდა, რომელშიც ექსი განვლილი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ საუბრობს. ინტერვიუს სრული ვერსია 16 მაისს გამოქვეყნდება. „სანამ წავალ, ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავხედავ, გავიაზრებ და ღმერთს თითოეული წამისთვის, სიტუაციისთვის თუ თავგადასავლისთვის მადლობას გადავუხდი. ამ ყველაფრის ერთობლიობით მიხვდები, ვინ ხარ და რა მისია გაქვს. ცხოვრება მშვენიერია“, - ამბობს მუსიკოსი.