Wn/ka/21 ივლისს აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდება
Appearance
მოვლენები დაიძაბა სოხუმში, მოსახლეობა 21 ივლისს დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადადებას მოითხოვს, მაისიდან სოხუმში ვითარება რადიკალურად დაიძაბა. გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების რაზმები ოპოზიცია კი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აწყობს. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა გვიან ღამით გადაკეტეს თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან და რუსეთიდან სოხუმისკენ მიმავალი გზები ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან და გაგრის რაიონის სოფელ ბზიფთან.