Wn/ka/„რაღაც უნდა შეიცვალოს!“ - იურგენ კლოპი ბოიკოტს შეუერთდა
30 აპრილი, 2021
ინგლისური კლუბებმა 30 აპრილიდან რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში სოციალურ ქსელებში 4-დღიანი ბოიკოტი დაიწყეს. მიზეზი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული კომენტარებია, რაც სოცმედიაში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა.
ფეისბუქის, ტვიტერისა და ინსტაგრამის ბოიკოტი 3 მაისამდე გაგრძელდება - ამ დღეებში კლუბები (მათ შორის, ქალთა ფეხბურთის) პოსტებს აღარ განათავსებენ. პროტესტის მიზანია, აღნიშნულ პლატფორმებს მოუწოდოს, უფრო მკაცრად გააკონტროლონ ინტერნეტში სიძულვილისა და შეურაცხყოფის გავრცელება. კლუბების აქციას ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც შეუერთდა.
„მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი იდეაა. ყველა კლუბს მხარს ვუჭერ და ვუერთდები. რაღაც მართლა უნდა შეიცვალოს! - განაცხადა გერმანელმა, - დღეს ფეხბურთელებს საკმაოდ საჯარო ცხოვრება აქვთ და მათ შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, რაც სწორედ სოციალური ქსელების დამსახურებაა. ადრე ასე არ იყო. პირადად მე სოცმედიების ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელები არაერთხელ გამხდარან ონლაინ-შეურაცხყოფისა და ზიზღის მსხვერპლები. ბიჭებთან ამ თემაზე ბევრჯერ მისაუბრია.”