Wn/ka/„თბილისი პრაიდმა“ ღირსების მარში გადადო
21 ივნისი, 2019
„თბილისი პრაიდი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდი“ რამდენიმე დღით გადაიდო. განცხადება: „რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის“ გუნდმა გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღით გადავდოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში. მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალ თარიღს რეგისტრირებულ ადამიანებს ვითარების განმუხტვის შემდეგ გავაცნობთ.“ „თბილისი პრაიდის“ გუნდი გასული 8 თვის განმავლობაში ემზადებოდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად ორგანიზებისთვის. „თბილისი პრაიდი“ წარმატებით დაიწყო და კვირეულის ფარგლებში აქამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა.