Wn/ka/ჰარუ ბაშოზე ტრავმირებული სუმოისტი გარდაიცვალა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ჰარუ ბაშოზე ტრავმირებული სუმოისტი გარდაიცვალა

30 აპრილი, 2021

მიმდინარე ჰარუ ბაშოზე სანდანმეს დივიზიონის სუმოისტმა, 28 წლის ჰიბიკირიუმ უმძიმესი ტრავმა მიიღო. სპორტსმენი თითქმის ათი წუთი უძრავად იწვა შერკინების ადგილზე და მისთვის დახმარების ხელი არავის გაუწოდებია. არც შეხვედრის ორგანიზატორებს გამოუჩენიათ ინიციატივა მოეწვიათ ექიმი ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახათ. ისევ სუმოისტებმა გაიყვანეს ჰიბიკირიუ და სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოიძახეს.

სუმოისტი დაუყოვნებლივ იქნა კლინიკაში გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდებოდა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი გაუარესდა, ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებების მიუხედავად, ახალგაზრდა სუმოისტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოფიციალურად გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბოებოლია გახდა.