Wn/ka/ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა

25 აპრილი, 2021
ჯო ბაიდენმა ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა. ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ის არის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ოფიციალურ განცხადებაში სომეხთა მასობრივად დახოცვას გენოციდი უწოდა.
ოსმალეთის იმპერიაში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა:
„ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ გენოციდს ემსხვერპლა. ოსმალეთის ხელისუფლებამ მილიონნახევარი სომეხი გაასახლა, დიდი ნაწილი დახოცა. ვინც გადარჩა, ახალი საცხოვრებლის პოვნა მოუწია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა, ჩვენ მათი ტრაგიკული ისტორია ყოველთვის გვახსოვდა, რადგან ის მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს... ვხედავთ მათ ტკივილს და ვადასტურებთ ისტორიას. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ აღარასდროს განმეორდეს“.