Jump to content

Wn/ka/ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ხდება

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ხდება

3 აპრილი, 2023

„ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ, ნატოს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად NATO-სთვის. შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხოდ იქნება“. - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში. ფინეთმა და შვედეთმა ნატოს წევრობაზე განაცხადი გასულ წელს შეიტანეს. ამ პროცესს ორგანიზაციის შიგნით წინააღმდეგობით შეხვდნენ უნგრეთი და თურქეთი. 27 მარტს უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. 4 დღის შემდგომ, 31 მარტს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის პარლამენტმა, რასაც წინ ერთვოდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, რომელიც ფინეთის ნატოში გაწევრიანებას დასთანხმდა.

წყარო

[edit | edit source]