Wn/ka/უნგრეთი სასამართლო რეფორმას განიხილავს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > უნგრეთი სასამართლო რეფორმას განიხილავს

3 მაისი, 2023

ეკონომიკური კრიზისისა და მაღალი ინფლაციის ფონზე უნგრეთი სასამართლო რეფორმას განიხილავს. საკითხი ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის მაღალჩინოსნების აზრით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ამ ყველაფერს დიდი ზიანი მიაყენა.

უნგრეთს იმედი აქვს რომ რეფორმის შედეგად აღიდგენს იმ 13.2 მილიარდიან დახმარებას რომელსაც ევროკავშირი ყინავს.

სამმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა „პოლიტიკოსთან“ დაადასტურა რომ ევროკომისიამ რეფორმებს „მწვანე შუქი“ მისცა.

2022 წლის დეკემბერში კომისიამ უნგრეთს 22 მილიარდიანი დახმარება გაუყინა, რისი მიზეზიც ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთნ შეუსაბამობაა ადამიანის უფლებათა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებში.

უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრა 3 მაისაა დაგეგმილი.

წყარო[edit | edit source]