Wn/ka/უკრაინაში Starlink გააქტიურდა
Appearance
27 თებერვალი, 2022
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა ილონ მასკს თვითერზე მიმართა, უკრაინაში SpaceX-ის ინტერნეტის Starlink-ის გავრცელების მოთხოვნით.
„სანამ თქვენ ცდილობთ მარსის კოლონიზაციას - რუსეთი ცდილობს უკრაინის ოკუპაციას! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით დაეშვება კოსმოსიდან, რუსული რაკეტები თავს ესხმიან უკრაინელ სამოქალაქო მოსახლეობას! გთხოვთ, მიაწოდოთ უკრაინას Starlink-ის სადგურები”, - დაწერა მინისტრმა.
„Starlink სერვისი უკრაინაში უკვე აქტიურია. მალე მეტი ტერმინალი იქნება“- უპასუხა მას ილონ მასკმა.