Wn/ka/ტორონტომ გოლდენ სტეიტი დაამარცხა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ტორონტომ გოლდენ სტეიტი დაამარცხა

3 ივნისი, 2019

3 ივნისს, დილით, NBA-ს სუპერფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა. „ტორონტომ“ საკუთარ პარკეტზე „გოლდენ სტეიტი“ მიიღო და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:109 დამარცხდა. „გოლდენ სტეიტს“ გამარჯვება იგუადოლამ მოუტანა რომელმაც ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო. „ტორონტომ“ ბოლო წუთებში სცადა შეხვედრის ამოქაჩვა და 9:0 გაქცევა გააკეთა, მაგრამ გუნდი მაინც დამარცხდა. პარკეტზე საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო. კანადელთა ფორვარდმა 34 ქულა ჩააგდო და 14-ჯერ მოხსნა ბურთი. ფრედ ვანვლითმა 38 წუთში 17 ქულა მოაგროვა, კაილ ლაურიმ — 13 ქულა 28 წუთში. ყველაზე მეტი დრო პარკეტზე პასკალ სიაკამმა გაატარა, 41 წუთში მან 12 ქულა მიითვალა, 8-ჯერ მოხსნა ბურთი და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კალიფორნიელთა შემადგენლობაში საუკეთესო კლეი ტომპსონი გახლდათ. „გოლდენ სტეიტის“ მცველმა 25 ქულა ჩააგდო. შემდეგი შეხვედრა თბილისის დროით 5 საათზე, 6 ივნისს ოკლენდში გაიმართება.