Jump to content

Wn/ka/სომხეთის პარლამენტმა პრემიერად ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მეორედაც არ დაუჭირა

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > სომხეთის პარლამენტმა პრემიერად ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მეორედაც არ დაუჭირა

10 მაისი, 2021

სომხეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი მეორედაც არ დაუჭირა. ეს ნაბიჯი საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, ფაშინიანმა პრემიერის პოსტი 25 აპრილს დატოვა, 3 მაისს კი პარლამენტმა მის კანდიდატურას პირველად არ დაუჭირა მხარი.

შეთანხმების თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობას საკანონმდებლო ორგანო მხარდაჭერას მეორედაც არ გამოუცხადებდა, პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს 20 ივნისს დანიშნავს.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დაშლისთვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. არჩევნებამდე ფაშინიანი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. ტექნიკური პროცედურის ფარგლებში, ფაშინიანის მსგავსად, ქვეყნის მთავრობაც გადადგა.