Jump to content

Wn/ka/სერბეთში სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > სერბეთში სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა

3 მაისი, 2023

სერბეთში 13 წლის მოზარდმა მამის კუთვნილი იარაღით თანასკოლელებზე თავდასხმა მოაწყო. სროლის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი (მათ შორის დაცვის სამსახურის მუშაკი), მასწავლებელი და 6 მოსწავლე ჰოსპიტალიზირებულია. პოლიციის ინფორმაციით შეირაღებულმა მოზარდმა თავდაპირველად მოკლა დერეფანში მყოფი დაცვის წევრი და სამი გოგონა, რის შემდეგაც შეიჭრა ისტორიის გაკვეთილზე სადაც ესროლა მასწავლებელს და კლასელებს. მასწავლებელი და 6 მოსწავლე საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. რამდენიმე მათგანის სიცოცხლე კვლავ საფრთხის ქვეშაა.

ბელგრადის პოლიციის უფროსის, ვესელინ მილიჩის განცხადებით მოზარდს თან ჰქონდა ორი იარაღი და ორი გაზის ყუმბარა, მისი თქმით თავდასხმა დიდი სიფრთხილით იყო დაგეგმილი. „მას იმ ბავშვთა სახელები და კლასებიც კი ჰქონდა ჩამოწერილი, ვისი მოკვლაც სურდა“.

განათლების მინისტრმა ბრანკო რუზიჩმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრატისლავ გასიჩის განცხადებით მათ მოზარდის მამაც დააკავეს, ვის სახელზეც იარაღი იყო გაფორმებული.

სერბეთის პროკურატორის ინფორმაციით შვილის ბრალდებების გამო, შესაძლოა პასუხისგებაში მისი მამა მიეცეს, რადგან სერბეთში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ასაკი 14 წელია, ხოლო მოზარდი 13 წლისაა.

წყარო

[edit | edit source]