Wn/ka/საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20 ოქტომბერი, 2021

ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 301 ტესტი და დადასტურდა 5 219 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.11%, ბოლო 7 დღის 9.02%, ხოლო ბოლო 14 დღის - 8.79%.

ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 755 გამოვლინდა, აჭარაში - 142, იმერეთში – 907, ქვემო ქართლში – 375, შიდა ქართლში – 442, გურიაში – 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 339, კახეთში – 879, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 101, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 51. კოვიდით ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი.

წყარო[edit | edit source]