Wn/ka/საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Appearance
29 სექტემბერი, 2021
საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 929 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 33 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1914 ადამიანი. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 5,82%. ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 774 769 აცრა. დღიურად ჩატარებულია 12 469 აცრა.
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 32 522, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 251, PCR ტესტით - 14 271
- კარანტინის რეჟიმში - 45
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 278
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 726