Wn/ka/საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
28 აპრილი, 2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 609 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 307 401-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.63%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 878 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 288 816-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 077 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 69, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.