Jump to content

Wn/ka/საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 მაისი, 2021

Stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 38 921 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 26 713 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 12 208 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 1056 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 341 894-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, 26 მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, და­დე­ბი­თო­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 2.71 %, ბოლო 14 დღის მან­ძილ­ზე - 3.68%, ხოლო 7 დღის მან­ძილ­ზე - 3.22%.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 1 071 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 324 426-მდე.

ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 28 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 4 727 პირი ემსხვერ­პლა.

ამ ეტაპ­ზე სულ აც­რი­ლია - 130037, დღი­უ­რად აც­რი­ლია - 4445, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში - 51, სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 3937, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ში მყო­ფი პი­რე­ბი - 675.