Wn/ka/საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხა
Appearance
9 ივნისი, 2019
9 ივნისს საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ჩატარებულ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთი 4:2 დაამარცხა.
ამ მატჩში მეტოქის კარი ირაკლი აზაროვმა, გიორგი გაგუამ, დავით ლორთქიფანიძემ და გიორგი გულიაშვილმა დალაშქრეს.
საქართველო (სასტარტო): კუტალაძე, სამსონია, ჯანგიძე, კალანდაძე, აზაროვი, აწყურელი, მესიაჩენკო, მექვაბიშვილი, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე
შეცვლაზე შევიდნენ: კაპანაძე, ხარაიშვილი, ლორთქიფანიძე, გაგუა, ჭავჭანიძე, გაგნიძე