Wn/ka/საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

22 ივნისი, 2023

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ მან ნიკოლოზ გვარამია შეიწყალა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ „ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. “ შეგახსენებთ რომ ნიკა გვარამია სასჯელს 3,5 წლიან 2022 წლის 16 მაისიდან იხდიდა. გადაწყვეტილებას მიესალმნენ რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ მას მოჰყვა კრიტიკა საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან.

წყარო[edit | edit source]