Wn/ka/საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო

14 ნოემბერი, 2021

კვირას, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატი: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი და აბდულა ისმაილოვი. განცხადება დავით კირკიტაძემ გააკეთა. შეგახსენებთ რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ რაც 8 წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ამავე დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

წყარო[edit | edit source]