Wn/ka/საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა
2 ივნისი, 2021
პლოიეშტი. „ილიე იონა“ რუმინეთი - საქართველო 1:2 გოლები: 0:1 მიქაუტაძე (61), 0:2 აბურჯანია (72), 1:2 ივანი (78) გაძევება: ტანასე (41), კვირკველია (65) გამოუყენებელი პენალტი: მარინი (65)
რუმინეთი: ვლადი, სორესკუ, ნედელცეარუ, კირიკეში, განეა, ოლარუ (ჩიჩალდაუ 58), მარინი (სტანჩუ 77) , მაქსიმი (ბუდესკუ 58), ჰაჯი (კესერუ 77), ალიბეკი, ტანასე
საქართველო: კუპატაძე, აზაროვი, კვირკველია, ხოჭოლავა, ჩაბრაძე, დაუშვილი, აბურჯანია (გვილია 81), კვეკვესკირი (კიტეიშვილი 57), ოქრიაშვილი (კაშია 66), შენგელია (ლობჟანიძე 57), მიქაუტაძე (ზივზივაძე 81)
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ: „რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო. პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა ვთვლი, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა. გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს და უპირატესობის მოპოვება ამ მომენტში მოვახერხეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, რადგან ივნისში თამაში ფეხბურთელებისთვის ადვილი არაა, თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.
არ ვფიქრობ, რომ რუმინეთმა სუსტად ითამაშა, მათ მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა წითელი ბარათის შემდეგ თამაში რთულია. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს, შესაძლოა დღეს ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო.
რუმინეთის თამაშის განხილვისას დავინახეთ, რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ბურთის კონტროლისას ექმნებოდა, მათ კონტრშეტევების გაკონტროლება უჭირდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვთვლი, რომ დღეს რუმინეთმა ცუდად ითამაშა. ეს გუნდი რამდენიმე დღეში ინგლისს დაუპირისპირდება და წარმატებას ვუსურვებ ამ შეხვედრაში“