Wn/ka/სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა

10 მაისი, 2021

საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეცვალა. შედეგად ნიკა მელია დღესვე, 10 მაისს უნდა გათავისუფლდეს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან.

აღკვეთის ღონისძიების ფორმის მოთხოვნით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც ევროკავშირმა თავისი ერთერთი ფონდის, EED-ის დახმარებით წინასწარ გამოყო ნიკა მელიას გირაოს თანხა.

8 მაისს EED-მ თანხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჩაურიცხა, ხოლო საიამ კი, თავის მხრივ, სასჯელაღსრულების ბიუროს ანგარიშზე შეიტანა.

გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით 9 მაისს მიმართა, სასამართლომ კი პროცესი 10 მაისს დანიშნა.

ნიკა მელიას გათავისუფლება 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. დოკუმენტის ტექსტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეიმუშავა.