Wn/ka/საპროკურორო საბჭომ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე აირჩია
Appearance
7 თებერვალი, 2020
2020 წლის 7 თებერვალს, საპროკურორო საბჭომ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, მან 12-დან 11 ხმა მიიღო, შედეგები გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს გენერალური პროკურორობის შესახებ განაცხადი თავდაპირველად, 17-მა პირმა შეიტანა, რომელთაგან ორმა კანდიდატურა მოხსნა. 6 თებერვლის სხდომაზე საპროკურორო საბჭომ დარჩენილ 15 კანდიდატს შორის ხმათა უმრავლესობით 4 კანდიდატი გამოავლინა. საბჭოს მხრიდან ირაკლი შოთაძემ მიიღო 10 ხმა , სოფიო შენგელიამ - 9 ხმა, ვალერიან ვაჭარაძემ - 8 ხმა, ხოლო დარიკო თორდიამ 7 ხმა.