Wn/ka/საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აუკრძალა ანტი-რასისტული ჟესტების გამოყენება აკრძალა
26 აპრილი, 2021
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აუკრძალა სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიადის დროს ცალ მუხლზე დაჩოქება ან მუშტის მაღლა აწევა მოძრაობა „Black Lives Matter“-ის სოლიდარობის მიზნით, - დაწერა სააგენტო „როიტერმა“.
თამაშების დროს ნებისმიერი სახის პროპაგანდის აკრძალვა ოლიმპიურ ქარტიაშია ჩაწერილი. ბოლო თვეებში „Black Lives Matter“-ის გამოვიდნენ მოთხოვნით რომ კომიტეტს ამ პუნქტისთვის გადაეხედა, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველაფერი ძალაში დატოვა.
ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარის, კირსტი ქოვენთრის განაცხადებით, 3500 სპორტსმენის გამოკითხვის შემდეგ, 70 პროცენტი ტურნირების, აგრეთვე გახსნის ან დახურვის ცერემონიის დროს საკუთარი შეხედულებების გამოხატვის წინააღმდეგ წავიდა. რესპოდენტთა 67 პროცენტი დაჯილდოების ცერემონიის დროს ჟესტების წინააღმდეგია.