Jump to content

Wn/ka/პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხა

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხა

9 ივნისი, 2019

9 ივნისს, ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიამ ნიდერლანდებს 1:0 მოუგო.

ფორვარდმა რონალდომ ეროვნულ გუნდში 158-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ევროპაში მეხუთე ადგილზე გავიდა. მან ნაკრებში 88 გოლი გაიტანა.

მე-60 წუთზე ანგარიში გონსალო გუედეშმა გახსნა.

პორტუგალია ერთა ლიგის გათამაშების პირველი გამარჯვებული გახდა.

პორტუ. „დრაგაო“. 43 199 მაყურებელი პორტუგალია - ჰოლანდია 1:0 გოლი: გუედეში (60)

პორტუგალია: პატრისიუ, ფონტე, გერეირუ, სემედუ, დიაში, დანილუ, კარვალიუ (ნევეში 90+3), გუედეში (რაფა სილვა 75), ფერნანდეში (მოუტინიო 81), ბერნარდუ სილვა, რონალდო

ნიდერლანდები: სილესენი, ბლინდი, ვან დეიკი, დიუმფრისი, დე ლიგტი, ვეინალდუმი, დე რონი (ლ. დე იონგი 81), ფ. დე იონგი, ბაბელი (პრომესი 46), დეპაი, ბერგვეინი (ვან დე ბეეკი 60)