Wn/ka/პირველი ქართველი UFC-ის ტოპ 10-ში
Appearance
4 მაისი, 2021
მსოფლიო MMA-ს ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაცია UFC-მ დღეს, 4 მაისს, რეიტინგები განაახლა და ტოპ-10-ში პირველი ქართველი ვიხილეთ.
გიგა ჭიკაძე კაბ სვანსონის დამარცხებით 4 ადგილით დაწინაურდა და ახლა featherweight-ის წონაში მე-10 ადგილზეა
რეიტინგში წინ წაიწია ამ კვირაში გამარჯვების მომპოვებელმა მეორე ქართველმა მერაბ დვალიშვილმა. მერაბმა კოდი სტამანი დაამარცხა და ახლა Bantamweight-ის წონაში მე-11 გახლავთ.