Jump to content

Wn/ka/პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

27 მაისი, 2021

87 მომხრე, 9 წინააღმდეგი - პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის ამ ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება იმათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და 144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა.