Wn/ka/პამელა ანდერსონისა და ტომი ლის შესახებ სერიალს იღებენ

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > პამელა ანდერსონისა და ტომი ლის შესახებ სერიალს იღებენ
პამელა ანდერსონი

8 მაისი, 2021

სტრიმინგსერვისმა Hulu მომავალი სერიალის Pam and Tommy პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. სატელევიზიო შოუ მსახიობ პამელა ანდერსონის და როკ მუსიკოს ტომი ლის ურთიერთობას ეფუძნება.

რვასერიანი პროექტი 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ წყვილს ეძღვნება. ანდერსონმა და ლიმ მხოლოდ ოთხდღიანი ურთიერთობის შემდეგ იქორწინეს. ვარსკვლავურ წყვილს მოგვიანებით უცნობმა პირმა ინტიმური ვიდეო სახლიდან მოპარა და გაუვრცელა. 1998 წელს ვარსკვლავური წყვილი დაშორდა, დაშორებას წინ უძღოდა ტომი ლის დაპატიმრება, რომელსაც ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი.