Wn/ka/ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი გახდა
Appearance
8 დეკემბერი, 2021
გერმანიის ბუნდესტაგმა დღეს ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად ოფიციალურად დაამტკიცა. შოლცის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი 395-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი 306 წავიდა. ამით დასრულდა ანგელა მერკელის 16 წლიანი მმართველობის ეპოქა გერმანიაში, რომელიც 2005 წელს დაიწყო.