Wn/ka/ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

5 იანვარი, 2022

ოთხშაბათს, 5 იანვარს მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაიბადა 1978 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2005 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს როლები სპექტაკლებში ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და . . . პრეზიდენტი, შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ, სალამურა, პატარა უფლისწული.

შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში მიცვალებულთა კუნძული, ჩემი ცოლის დაქალები, ცხელი ძაღლი, შუა ქალაქში.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად ქაცარიძის მეგობრებმა გაავრცელეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემები სახელდება.