Jump to content

Wn/ka/მაკრონი და ფონ დერ ლაიენი ჩინეთს ეწვივნენ

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > მაკრონი და ფონ დერ ლაიენი ჩინეთს ეწვივნენ

5 აპრილი, 2023

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთს ეწვივნენ. მაკრონი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნეთს არაერთი ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბ ეწვია: გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ოლაფ შოლ­ცი, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი და ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პედ­რო სან­ჩე­სი. საუბრის მთავარი თემა სავარაუდოდ იქნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სადაც ევროპელი დიპლომატები შეეცდებიან უკრაინის პოზიციების დაცვას, რადგან მათთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩინეთისა და რუსეთის ბოლო დროის დიპლომატიური „რევერანსი“. მაკრონი ბოლოს ჩინეთს 2018 წელს, კოვიდ-პანდემიის დაწყებამდე ეწვია.

წყარო

[edit | edit source]