Jump to content

Wn/ka/ლოდში კომენდანტის საათი გამოცხადდა

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > ლოდში კომენდანტის საათი გამოცხადდა

12 მაისი, 2021

საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს. მათი ცნობით, ქალაქ ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი.

„არ გახვიდეთ ქუჩაში. საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომები“ - აცხადებს საელჩო.

მათივე ცნობით, 18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით.

„აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.

გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში.

თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან;

განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში.

გაუფრთხილდით თავს“ - წერია საელჩოს განცხადებაში.