Wn/ka/ლიონელ მესიმ მე-7 ოქროს ბურთი მოიგო
Appearance
29 ნოემბერი, 2021
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ორშაბათს „ოქროს ბურთის“ რიგით 65-ე დაჯილდოება გაიმართა. „ოქროს ბურთის“ მოგება მეშვიდედ „პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ მოახერხა. მეორე ადგილზე პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი იტალიელმა ჟორჟინიომ დაიკავა.