Wn/ka/ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტოტენჰემი დაამარცხა
Appearance
2019 წლის 1 ივნისს ესპანეთში, ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ორი ინგლისური გუნდი „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდა. შეხვედრა „ლივერპულის“ აშკარა უპირატესობით წარიმართა. მატჩის 25-ე წამზე მსაჯმა „ტოტენჰემის“ კარში პენალტი დანიშნა, ის მოჰამედ სალაჰმა შეასრულა და ანგარიში მატჩის მეორე წუთზე გაიხსნა. პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 1-0. მეორე ტაიმში იყო სახიფათო მომენტებიც. მატჩის მიწურულს 87-ე წუთზე გოლი დივიკ ორიჯმა გაიტანა და საბოლო ანგარიში 2-0 დააფიქსირა, ეს იყო „ლივერპულისათვის“ რიგით მე-6 ტიტული.
მოულოდნელი მოვლენები
[edit | edit source]- 18-ე წუთი: მოედანზე ნახევრადშიშველი ამერიკელი მოდელი კინსი ვოლანსკი შევარდა, მისი იქიდან გაყვანა მალევე მოხერხდა (კინსი ვოლანსკი - ვიკიპედია)