Wn/ka/კურტ კობეინის თმის ღერები აუქციონზე იყიდება

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > კურტ კობეინის თმის ღერები აუქციონზე იყიდება

8 მაისი, 2021

სააუქციონო სახლმა Iconic Auctions გასაყიდად ლეგენდარული როკ ჯგუფის Nirvana ვოკალისტის, კურტ კობეინის თმის ექვსი ღერი გამოიტანა. ისინი მას შემდეგ ინახებოდა, რაც მუსიკოსმა 1989 წელს კოლექტივის სადებიუტო ალბომის Bleach მხარდამჭერი ტურნეს დროს ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ყოფნისას მეგობარს თმა შეაჭრევინა. ლოტის საწყისი ფასი 2,500 დოლარია.