Wn/ka/კორონავირუსი ევერესტზე
7 მაისი, 2021
ნორვეგიელი ერლენდ ნესი პირველი ადამიანია, რომელსაც კოროავირუსულ ინფექციაზე ტესტი დადებითი აღმოაჩნდა ევერესტის მთის ბაზის ბანაკში. ეს მოხდა 15 აპრილს.
ინფექციის დადასტურების შემდეგ, ნესი ვერტმფრენით გადაიყვანეს ნეპალის დედაქალაქ კადმანდუში ჰოსპიტალიზაციისათვის. ნესის განცხადებით, 22 აპრილს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი უარყოფითი აღნმოჩნდა და იგი გამოწერეს საავადმყოფოდან. ამჟამად იგი იმყოფება ნეპალში კარანტინში.
მთის გამოცდილი გამცილებლის, ავსტრიელი ლუკას ფიურტენბახის განცხადებით, ბანაკში შეიძლება კოვიდის სხვა შემთხვევებიც იყოს, რადგანაც ნესი იქ რამოდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და შეეძლო ასობით სხვა მთასვლელის, მტვირთავის და მთის გიდის დასნებოვნება. ამიტომ აუცილებელია ბანაკში მასობრივი ტესტირების სასწრაფოდ დაწყება და უსაფრთხოების ზომების მიღება- აღნიშნა ფიურტენბახმა. ინფექციის აფეთქებამ შეიძლება გამოიწვოს ევერსტზე ასვლის სეზონის ნაადრევი დახურვა. სწორედ ამ პერიოდში არის შესაძლებელი მთის დალაშქვრა, ხელსაყრელი ამინდის გამო.