Wn/ka/კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი

26 აპრილი, 2021

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1058 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. გარდაიცვალა 18 ადამიანი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 304272 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 287029 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო მონაცემებით, დღიური - 4,64%, ბოლო 14 დღის - 4,03%, ბოლო 7 დღის - 4,51% -ია.