Wn/ka/კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს
24 დეკემბერი, 2021
„ქართულ ოცნებაში“ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახმაურდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს კახა კუჭავა ტოვებს. მან თანამდებობა 2021 წლის 27 აპრილს დაიკავა, და პოსტზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა. როგორც ცნობილია „ქართული ოცნება“ პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.
განცხადება პარტიის ოფისში პირველმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა: „დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.
გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. კახას გადაწყვეტილება არის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი მთელი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცნობად მიიღო. კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად“.