Wn/ka/იურიდიულმა კომიტეტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ მხარი „ოცნების“ კანონპროექტს დაუჭირა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > იურიდიულმა კომიტეტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ მხარი „ოცნების“ კანონპროექტს დაუჭირა

24 მაისი, 2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 19-21 მოვლენების ამნისტიის შესახებ მხარი „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაუჭირა. კანონპროექტი ასევე წარდგენილი ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციასაც. კომიტეტი კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტით, ამნისტია არ ვრცელდება: სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, 144¹ მუხლით – წამება, 144² მუხლით – წამების მუქარა და 1443 მუხლით – დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა – გათვალისწინებულ დანაშაულებზე.