Wn/ka/ისრაელმა ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიში მიიტანა
Appearance
16 ივნისი, 2021
16 ივნისს ისრაელმა ღაზის სექტორში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა სამხრეთ ისრაელში ხანძრის გამჩენი ბუშტებით, დაახლოებით, 20 ხანძარი გააჩინეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ არიან. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, თავდასხმები პალესტინელების მიერ ხანძრების გაჩენას უკავშირდება და ისინი მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის, სამხედრო კონფლიქტის განახლებისთვისაც.