Wn/ka/ისრაელის ოპოზიციური პარტიები ერთიანობის მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ
Appearance
3 ივნისი, 2021
ისრაელის ოპოზიციური პარტიები ერთიანობის მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. როტაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მემარჯვენე პარტია იამინას ლიდერი, ნაფტალი ბენეტი დაიაკვებს, სანამ თანამდებობას იაირ ლაპიდს გადააბარებს. თუ კოალიცია ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას 120 ადგილიან ქნესეთში, არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში ბოლო ორი წლის მანძილზე მე-5 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.