Jump to content

Wn/ka/ირლანდია 1-0 საქართველო

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > ირლანდია 1-0 საქართველო

top-left

ირლანდია 1-0 საქართველო
ირლანდია 1-0 საქართველო

ირლანდია 1-0 საქართველო

[edit lead]

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოსას უმასპინძლა და ანგარიშით 1-0 დაამარცხა, ირლანდია მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა აშკარა უპირატესობას.

სტატისტიკა

[edit | edit source]

ვებ-გვერდი SofaScore-ი, რომელიც სპორტული ღონისძიებების გაშუქებისა და სტატისტიკის კუთხით მუშაობს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ირლანდია-საქართველოს მატჩის მონაწილეების შეფასებებს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ SofaScore-ი ფეხბურთელების ეფექტურობას ალგორითმის მიხედვით ითვლის და მათ 10-ბალიანი სისტემით შეფასებებს ანიჭებს. როგორც ვებ-გვერდი განმარტავს, ზოგადად ფეხბურთში ყველაზე მაღალი შეფასება გოლებს და საგოლე გადაცემებს ეძლევა.

„თუმცა, ფეხბურთი გოლებზე გაცილებით უფრო მეტია და ალგორითმის შექმნისას ესეც გავითვალისწინეთ. თუ ფეხბურთელს დაუგროვდა ბევრი ართმევა, მწვავე პასები, წარმატებული დრიბლინგი და მეტოქის პასების ჩაჭრა, თეორიულად, მას შეუძლია დუბლის ავტორზე უფრო მაღალი შეფასება მიიღოს, თუ ორი გატანილი გოლის გარდა, დუბლის ავტორმა თავი ვერაფრით გამოიჩინა“, - წერს SofaScore-ი.

წარმოგიდგენთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების ფეხბურთელთა შეფასებებს:

ირლანდია: რანდოლფი - 7,3, კოულმენი - 6,9, სტევენსი - 7,3, დაფი - 7,3, კეოგი - 7,3, უილანი - 7,0, მაკდოლდრიკი - 7,1 (82. დოჰერტი - 6,5), ბრეიდი - 6,7 (74. ო'ბრაიენი - 6,5), მაკლინი - 7,6, ჰენდრიკი - 7,4, ჰურიჰანი - 7,7.

საქართველო: ლორია - 6,3, კაკაბაძე - 6,5 (85. ოქრიაშვილი - 6,3), ხოჭოლავა - 6,7 (65. ხარაბაძე - 6,6), კაშია - 6,7, კვირკველია - 6,9, კვეკვესკირი - 7,0, კანკავა - 6,4, კიტეიშვილი - 6,6, გვილია - 6,8, არველაძე - 6,0 (72. ყაზაიშვილი - 6,8), ქვილითაია - 6,3