Wn/ka/ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
Appearance
21 ივნისი, 2019
2019 წლის 21 ივნისს ბრიფინგი და პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა გამართა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ბრიფინგზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოსტი ოფიციალურად დატოვა, მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ ჩუგოშვილი, მის გადადგომას წინ უძღოდა 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია.