Wn/ka/თამაშის წინ თემურ ქეცბაია ცუდად გახდა
Appearance
2021 წლის 26 აპრილს ფამაგუსტის „ანორთოსისისა“ და ნიქოზიის „ოლიმპიაკოსის“ მატჩის წინ თემურ ქეცბაია ცუდად გახდა. ეს მედიას ქართველი მწვრთნელის მეუღლემ, კატარინა ქეცბაიამაც დაუდასტურა და ისიც დასძინა, რომ თამაშის შემდეგ თემურმა ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა ჩაიტარა.
„ჩვენი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ოლიმპიაკოსთან მატჩის წინ ის თავს ძლიერ ცუდად გრძნობდა. თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდის ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება.
ტესტები დასრულებულია, ჩვენი მწვრთნელი თავს კარგად გრძნობს. გვინდა ვუსურვოთ თემურს მალე საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს და გაძლიერდეს როგორც ყოველთვის“, - წერია განცხადებაში.