Jump to content

Wn/ka/თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა

30 ივნისი, 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გადადგომის შესახებ განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა. განცხადების მიხედვით ჟვანია თანამდებობას ოფიციალურად 2021 წლის 1 ივლისს დატოვებს. განცხადებაში ვკითხულობთ: „მსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 2021 წლის 1 ივ­ლი­სი­დან აღარ გა­ვაგ­რძე­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რაც მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის სა­ფუძ­ველ­ზე აირ­ჩი­ონ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით კი­დევ ორ წელ­ზე მეტი შე­მეძ­ლო გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბულ­მა სა­არ­ჩევ­ნო რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა ახა­ლი რე­ა­ლო­ბა მო­ი­ტა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ახა­ლი წე­სით არ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი, ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი თან­ხმო­ბის­თვის.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გაზ­რდის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის, რაც თა­ვის მხრივ წა­ად­გე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, მო­მა­ვალ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს და მთლი­ა­ნად ჩვენს ქვე­ყა­ნას.

თით­ქმის რვა წელი ვი­ყა­ვი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა, სირ­თუ­ლე, მაგ­რამ კი­დევ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია 6 სა­ერ­თო და სხვა­დას­ხვა სა­ხის რამ­დე­ნი­მე შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებს. და­იმ­სა­ხუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა, გა­ნი­ცა­და პროგ­რე­სი ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის, გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის კუ­თხით. და­ნერ­გა ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. მი­ი­ღო 7 სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო.

ეს ყვე­ლა­ფე­რი თი­თო­ე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ცეს­კოს გუნდს, თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევ­რებს, რო­მელ­თაც თავ­და­უ­ზო­გა­ვი და დიდი შრო­მა აქვთ გა­წე­უ­ლი.

მსურს, ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს და მე­დი­ას, რო­მელ­თაც უდი­დე­სი როლი გა­აჩ­ნი­ათ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში. მად­ლო­ბა ასე­ვე ყვე­ლა იმ უწყე­ბას, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან არ­ჩევ­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მელ­თაც უდი­დე­სი როლი და წვლი­ლი მი­უ­ძღვით, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის დახ­მა­რე­ბის, ისე დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

და­სას­რულს, მინ­და უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. ყვე­ლას, ვინც მრა­ვა­ლი წე­ლია ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას და მა­თაც, ვინც მო­მა­ვალ­ში შე­უ­ერ­თდე­ბა ამ გუნდს.

წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას და ჩვენს ხალ­ხს!

p.s. მე­დი­ის­თვის და­მა­ტე­ბით მსურს აღ­ვნიშ­ნო! ვთვლი, რომ ამ გან­ცხა­დე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი და მეტ ინ­ტერ­ვი­უ­ებს და კო­მენ­ტა­რებს არ ვგეგ­მავ. ამას­თან, არ მივ­დი­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში და არც რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ვა­პი­რებ დავ­ბრუნ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ა­ზე და ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ისევ და მხო­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბას”.