Wn/ka/ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა
29 ივლისი, 2021
ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც დღემდე მომცა. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა, როგორც პიროვნება, ძალიან გამაძლიერა.
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს!
მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა.
ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, ერთგულო გულშემატკივრებო. ვიცი, ვერ შევძელი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში, უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.
იმედია სხვა ცხოვრებაში თქვენს გახარებას ცოტათი მაინც შევძლებ.
ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია ოდესმე შევძლებ, რომ ყველას ყველაფერი გითხრათ!“
32 წლის ლიპარტელიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი და -100კგ წონითი კატეგორიის პირველი ნომერი იყო.